ახალი ამბები
"ევროპული საქართველოს" ბორჯომის მერობის კანდიდატის შეხვედრა ახალციხეში
ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, „ევროპული საქართველოს“ ბორჯომის მერობის კანდიდატი არასამთავრობო ორგანიზაციისა და სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა. დისკუსიის მიზანი მერობის კანდიდატის პროგრამის გაცნობა იყო. შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი, მედია ცენტრის პროექტის ფარგლებში დისკუსიებს გამართავს ახალციხის და ბორჯომის მერობის კანდიდატებთან. ღონისძიება 10 ოქტომბერს დაიწყო და 18 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.

წყარო: ტელეკომპანია "მეცხრე არხი"
Print