ახალი ამბები
"აქტიური სატელევიზიო გაშუქება" - ნომინაციაში ტელეკომპანია "ბორჯომმა" გაიმარჯვა
ტელეკომპანია "ბორჯომი" კონკურსის გამარჯვებული "აქტიური სატელევიზიო გაშუქების" ნომინაციაში გახდა. მედია ნამუშევრების ავტორები, თბილისში საზეიმო ვითარებაში დაჯილდოვდნენ. სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებად - ტელეკომპანია "ბორჯომი", აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, სტუდია მონიტორი, რადიო თავისუფლება, ბლოგი ეკოფაქტი და გაზეთი P.S. ქუთაისიდან დასახელდნენ. 
5 თვიანი პროექტი კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN)-ის, ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისთვის (ADC), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის (GIZ) და მსოფლიო რესურსების ინსტიტუტის (WRI) მხარდაჭერით განხორციელდა. პროექტის ფარგლებში, გარემოსდაცვით თემაზე 200-მდე მასალა მომზადდა, მათ შორის საუკეთესოები ჟიურის წევრებმა გამოავლინეს.
Print