ახალი ამბები
ტელეკომპანია "ბორჯომი" კონკურსის გამარჯვებული გახდა

აქტიური სატელევიზიო გაშუქებისთვის ტელეკომპანია "ბორჯომი" კონკურსის გამარჯვებული გახდა.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მხარდეჭერით და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის CENN ინიციატივით,

კონკურსის - „სატყეო რეფორმა“ გამოვლინდნენ.
კონკურსში ჩართული იყვნენ მედისაშუალებები, რომელთაც ჯილდოები შემდეგ ნომინაციებში გადაეცათ: საუკეთესო სატელევიზიო რეპორტაჟი; საუკეთესო სტატია; საუკეთესო რადიო რეპორტაჟი; აქტიური სატელევიზიო გაშუქება; აქტიური გაშუქება ბეჭდურ მედიაში; აქტიური გაშუქება ინტერნეტ მედიაში; საზოგადოების რჩეული;
კონკურსის მიზანია სატყეო დარგის პოპულარიზაცია და ჟურნალისტების კვალიფილაციის ამაღლება სატყეო სფეროში ძირითადი გამოწვევებისა და განვითარების შესაძლებლობების შესახებ. პროექტში ჩართულმა ჟურნალისტებმა გადამზადების კურსები დარგის წამყვან ექსპერტებთან ერთად გაიარეს. ასევე, მოეწყო მედიატურები საქართველოს ტყეების მოწყვლად უბნებზე. შედეგად, პრობლემები აქტიურად შუქდებოდა სატელევიზიო, ბეჭდვურ, რადიო და ინტერნეტ მედიაში.
კონკურსის გამარჯვებულებს გადაეცათ ფასიანი პრიზები და სპეციალური სერთიფიკატები. დაჯილდოვდნენ სატყეო სფეროს წარმომადგებლები დარგში შეტანილი წვლილისთვის და ახალგაზრდა გარემოსდამცველები.
პროექტი კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN)-ის, ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისთვის (ADA), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის (GIZ) და მსოფლიო რესურსების ინსტიტუტის (WRI) მხარდაჭერით განხორციელდა.

 

Print