ახალი ამბები
კორეის რესპუბლიკა მზადაა საქართველოს ბორჯომის ტყე-პარკის აღდგენაში დაეხმაროს
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოში ვიზიტად მყოფი კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის ვიცესპიკერი პარკ იო სუნი და ასამბლეის დელეგაცია მიიღო.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობა და განაცხადა, რომ მიუხედავად ფიზიკური დისტანციისა, ამ მხრივ მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული, განსაკუთრებით, ვაჭრობის, ენერგეტიკის, განათლებისა და ტურიზმის სფეროებში.

ირაკლი კობახიძემ პარკ იო სუნს მადლობა გადაუხადა კორეის რესპუბლიკის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისთვის. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შეშფოთება გამოხატა ჩრდილოეთ კორეის მიერ ბალისტიკური რაკეტებისა და ბირთვული ბომბის გამოცდასთან დაკავშირებით. ირაკლი კობახიძის შეფასებით, ეს ქმედებები საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ კორეის ნახევარკუნძულის, არამედ გლობალურ უსაფრთხოებას.

კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის ვიცესპიკერმა წუხილი გამოთქვა ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის გამო. მისი თქმით, კორეის რესპუბლიკა მზადაა საქართველოს ბორჯომის ტყე-პარკის აღდგენაში დაეხმაროს.

შეხვედრაზე ისაუბრეს ასევე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ და უსაფრთხოების მდგომარეობაზე. კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის ვიცესპიკერის განცხადებით, ამის შესახებ ინფორმაციას ის ეროვნული ასამბლეის წევრებს მიაწვდის.

მხარეების თქმით, მიმდინარე წელს საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 25 წლისთავი აღინიშნება. როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს პარლამენტაში არსებული კორეის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაძლიერებას ხელს უწყობს მსგავსი მაღალი დონის ვიზიტები. აგრეთვე, როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მზარდი ტურისტული დინამიკა მნიშვნელოვანია როგორც ეკონომიკის, ასევე ხალხთაშორისი ურთიერთობების განვითარებისთვის.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ კორეული კომპანიები კიდევ უფრო აქტიურად დაინტერესდებიან საქართველოში სხვადასხვა პროექტების განხორციელებით. პარკ იო სუნმაც გამოთქვა სურვილი, რომ ისტორიული აბრეშუმის გზის აღდგენის პროცესში ჩაერთოს ბევრი კორეული კომპანია.

შეხვედრის დასასრულს, ეროვნული ასამბლეის ვიცესპიკერმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კორეის რესპუბლიკაში მიიწვია.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე
ზურაბიშვილმა დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „აგენტების კანონს“
ვეტოს დაადებს და განაცხადა, რომ პრეზიდენტს ვერ გამოიყენებენ
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის „სახის გადასარჩენად“.
11:08 / 15.05.2024
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „აგენტების კანონს“ ვეტოს დაადებს და განაცხადა, რომ პრეზიდენტს ვერ გამოიყენებენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის „სახის გადასარჩენად“.
ევროსაბჭოს საპარლამენტო
ასამბლეის(PACE) პრეზიდენტმა თეოდოროს რუსოპულოსმა დაგმო საქართველოში
ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე,
10:45 / 15.05.2024
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის(PACE) პრეზიდენტმა თეოდოროს რუსოპულოსმა დაგმო საქართველოში ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე,
უცნობმა პირებმა ახალციხეში,
„დემოკრატ მესხთა კავშირის“ წარმომადგენელის და სამოქალაქო
09:33 / 15.05.2024
უცნობმა პირებმა ახალციხეში, „დემოკრატ მესხთა კავშირის“ წარმომადგენელის და სამოქალაქო
თბილისში, პარლამენტის შენობასთან
„აგენტების კანონის“ წინააღმდეგ მიმდინარე დემონსტრაციის წინააღმდეგ
მოქმედება პოლიციამ 13 მაისს,
06:32 / 13.05.2024
თბილისში, პარლამენტის შენობასთან „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ მიმდინარე დემონსტრაციის წინააღმდეგ მოქმედება პოლიციამ 13 მაისს,
ქართული ეთნოსი ძალიან სწრაფად
მცირდება. გაეროს მონაცემებით, 2050 წლისთვის ქართველები თავიანთ
სამშობლოში ეთნიკურ უმცირესობაში აღმოჩნდებიან.
16:03 / 06.05.2024
ქართული ეთნოსი ძალიან სწრაფად მცირდება. გაეროს მონაცემებით, 2050 წლისთვის ქართველები თავიანთ სამშობლოში ეთნიკურ უმცირესობაში აღმოჩნდებიან.
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.