მაღალმთიან აჭარაში - მწვანე ტბის, ალპურ-ბოტანიკური ბაღის და კურორტ
"ბეშუმის" მიმდებარე ტერიტორიებზე ერთი და იგივე პრობლემა - სუბალპური
სარტყლის ცვლილება გვხვდება.
აქ არსებულ პრობლემებს და დაგეგმილ სიახლეებს რეგიონული მედიის
ჟურნალისტები, CENN-ის მიერ მოწყობილი მედია ტურის ფარგლებში გაეცნენ.
დაგეგმილია ბოტანიკური ბაღის განახლება, ინფრასტრუქტურის მოწესრიგება
და სხვა პროექტების განხორციელება.
სტრატეგიის მიხედვით, კურორტი "გოდერძი" 4 სეზონზე გათვლილი
დასასვენებელი ადგილი გახდება აჭარაში. განაშენიანების რეგულირების
გეგმის მიხედვით, კურორტი ერთდროულად 70 000 დამსვენებლის მიღებას
შეძლებს.