ახალი ამბები
CENN-ის მედიატური ბორჯომის ნახანძრალ ტყეში
ბორჯომში, ნახანძრალი ტყის მდგომარეობას რეგიონული მედიის ჟურნალისტები გაეცნენ. დაბაში დღეს მედიატური მოეწყო. არსებული ვითარება მათ ადგილზე ნახეს, რის შემდგომაც თავიანთ მედია საშუალებებში მასალებს მოამზადებენ. ტურს ორგანიზება კავკასიის გარემოსდაცვითმა არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-მა გაუწია.

შეგახსენებთ, დაბაში ომის დროს გადამწვარ ტყეში ხანძარი 20 აგვისტოს გაჩნდა. ხანძრის ლოკალიზებას უკვე მე-6 დღეა, ქართული და მეზობელი ქვეყნების ვერტმფრენები, სახანძრო სამსახურის ეკიპაჟები, სამხედროები, აზერბაიჯანელი და სომეხი მეხანძრე-მაშველები, ადგილობრივები, მოხალისეები ერთობლივად ცდილობენ. ხანძრის სრული ლიკვიდაცია ჯერ არ მომხდარა. წინასწარი ინფორმაციით, ამ დროისთვის დამწვარია 100 ჰექტარზე მეტი ტყის ფართობი.
Print