ახალი ამბები
პრეზიდენტის მადლობა ხანძართან გმირულად მებრძოლ ადამიანებს
საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ბორჯომში, სოფელ დაბასთან ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების მონაწილეებს მადლობას უხდის. პრეზიდენტის განცხადებით, კოორდინაციის ხარისხი მაღალია და ამ ეტაპზე დასახლებულ პუნქტებს საფრთხე არ ემუქრება. გიორგი მარგველაშვილმა მეზობელი სახელმწიფოების მიერ გაწეული დახმარების მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი.
„რამდენიმე დღე არის ჩვენ ყველას გვაწუხებს და გვაშფოთებს და მინდა განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა მეხანძრეებს, მაშველებს, ყველა იმ ადამიანს, ვინც ეს დღეეებია გმირულად ებრძვის ხანძარს, ამასთან ერთად მინდა აღვნიშნო, რომ მობილიზებული არის როგორც ჩვენი სახელმწიფოს რესურსი, იმიტომ რომ აქ არის ჩართული როგორც ქართული ძალები, ასევე ჩვენი მეზობელი სახელმწიფოების რესურსები და მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს მეგობრებს აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან, რომლებიც სტიქიის ლიკვიდაციაში გვეხმარებიან. მინდა მადლობა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ პროცესში არის ჩართული, ძალიან მაღალი ხარისხის კოორდინაციაა, ბატონი პრემიერმინისტრი, მინისტრები, შესაბამისი იმყოფებიან და ამ უბედურებასთან გამკლავების პროცესში არიან აქტიურად ჩართულები.
მინდა მადლობა ვუთრხა საზოგადოებას, რომელიც აქტიურად არის ჩართული. ამავე დროს მოხალისეებს, მინდა ვთხოვო მათ, არაფრის დიდებით დამოუკიდებელი ღონისძიებები არ განახორციელონ, თავიანთი დახმარება შესთავაზონ იმ შტაბს, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს და ეს დახმარება ამ შემთხვევაში იქნება ეფექტური და მადლობა თქვენი სამოქალაქო ორგანიზებისათვის. ასევე მინდა ვუთხრა მოსახლეობას, რომ დასახლებულ პუნქტებს არ ემუქრება საშიშროება, მიმდინარეობს მუშაობა ხანძრის ლოკალიზაციისკენ და ამ მომენტში არანაირი პანიკის საფუძველი არ არის, მით უმეტეს გამომდინარე იქედან, რომ ოპერატიულად მუშაობს შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის სტრუქტურები, რომლებიც ინფორმირებულები არიან ხანძრის გავრცელების შესახებ და აგრეთვე ოპერატიულად მუშაობს მედიაც, რომელიც როგორც იქ მაცხოვრებელ ადამიანებს, ასევე მთელ ქვეყანას გვაწვდის ინფორმაციას და მადლობა ასევე მედიას ამ საქმეში ასეთი აქტიური, ფაქტიურად 24 საათიანი ჩართულობისთვი, „ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბაში ტყის მასივს ხანძარი 20 აგვისტოს გაუჩნდა. ამ დროის მონაცემებით, დამწვარია რამდენიმე ათეული ჰექტარი ფართობი.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
პერსონალურ მონაცემთა დაცვის
სამსახური აცხადებს, რომ მათთან შესული 70-მდე
განცხადება/შეტყობინებიდან,
12:52 / 19.05.2024
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური აცხადებს, რომ მათთან შესული 70-მდე განცხადება/შეტყობინებიდან,
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის
შესახებ” კანონის საწინააღმდეგოდ დღეს ორი აქცია გაიმართება.
10:42 / 19.05.2024
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის საწინააღმდეგოდ დღეს ორი აქცია გაიმართება.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე
ზურაბიშვილმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს ვეტო
დაადო.
17:16 / 18.05.2024
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს ვეტო დაადო.
19 მაისს, 17:00 საათზე,
ბორჯომში,მერაბ კოსტავას სახელობის სკვერში, სკოლის
16:55 / 18.05.2024
19 მაისს, 17:00 საათზე, ბორჯომში,მერაბ კოსტავას სახელობის სკვერში, სკოლის
სანქციები რომ დააკისრონ ქვეყანას,
თუ ხალხს - ამაზე მინდა აქცენტი გავაკეთო,
15:21 / 18.05.2024
სანქციები რომ დააკისრონ ქვეყანას, თუ ხალხს - ამაზე მინდა აქცენტი გავაკეთო,
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.