ახალი ამბები
ხანძარი ისევ მძვინვარებს - ადგილობრივების და მთავრობის შეფასებები
დაბასა და წაღვერში ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე არ მომხდარა. ღამე, ვერტმფრენებმა ცუდი ხილვადობის გამო მუშაობა შეწყვიტეს, ადგილზე მობილიზებული არიან სახანძრო-სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები, მეტყევეები, ადგილობრივები და მოხალისეები. ადგილობრივები შიშობენ, რომ ცეცხლი შესაძლოა მალე მათ საცხოვრებელ სახლებს მოედოთ, დამსვენებლები კი ბორჯომს ტოვებენ. მთავრობაში მოსახლეობის პანიკის საფუძველს ვერ ხედავენ და ამბობენ, რომ მათ საშიშროება არ ემუქრებათ. ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობის პრეტენზიებსაც პასუხობენ და ამბობენ, რომ გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით რეაგირება იყო მყისიერი. ხვალ დილიდან მუშაობას ხუთზე მეტი ვერტმფრენი განაახლეებს. პარლამენტისა და მინისტრთა კაბინეტის წევრებიც ერთხმად აცხადებენ, რომ ხანძრის ლოკალიზებისთვის საკმარისი რესურსი არსებობს, ისინი მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებენ.
Print