ახალი ამბები
დაბაში ვერტმფრენებმა ხანძრის ჩაქრობა შეწყვიტეს
ცუდი ხილვადობის გამო დაბაში ვერტმფრენებმა მუშაობა შეწყვიტეს. საჰაერო ტექნიკა ხანძრის ჩაქრობას ხვალ, დილის 6 საათიდან განაახლებს.
ადგილზე რჩებიან მეხანძრე-მაშველები, ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლები და მოხალისეები.ძლიერი ქარის გამო ცეცხლი ძლიერდება და დასახლების მიმართულებით ვრცელდება. მოსახლეობის ევაკუაცია ამ ეტაპზე არ იგეგმება.
Print