ახალი ამბები
ბორჯომში ნარჩენების გადამტვირთი სადგური გაიხსნა
ნარჩენების გადამტვირთი სადგური ბორჯომსა და ბაკურიანს მოემსახურება.ჩატარებული სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორმა გიორგი შუხოშვილმა. ნარჩენების გადამტვირთი სადგური გულისხმობს ბორჯომსა და ბაკურიანში შეგროვებული საყოფაცხოვრებო ნარჩენების დიდ კონტეინერში ჩატვირთვას და სპეციალური გადამტვირთი მანქანებით მათ რეგულარულ ტრანსპორტირებას ხაშურის მუნიციპალურ ნაგავსაყრელზე.გადამტვირთი სადგურის მოწყობის პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 459 723 ლარით დაფინანსდა.
Print