ახალი ამბები
ნიკა გვარამია ”რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის პოსტიდან გადადგა
"რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ თანამდებობა დატოვა. გვარამიამ თანამდებობის დატოვების მიზეზად არხზე არსებული ფინანსური პრობლემები დაასახელა.

გვარამიამ "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის პოსტიდან გადადგომის თაობაზე გადაწყვეტილება თანამშრომლებს საგანგებო თათბირზე გააცნო.

პარალელურად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნიკა გვარამიას, კობა ნაყოფია შეცვლიდა. პარლამენტის წევრი კობა ნაყოფია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე მის შესაძლო დანიშვნას კატეგორიულად უარყოფს.

როგორც ნაყოფიამ აღნიშნა, მასთან მსგავსი შეთავაზება არ ყოფილა და შეთავაზების შემთხვევაში აღნიშნულ პოზიციაზე წასვლას არ აპირებს.

"ეს არის სისულელე - საიდან? რატომ? როგორ? მე ვარ პარლამენტში, რა მინდა იქ. ეს არ არის ჩემი სფერო. ჯდომა და კომპანიის მართვა ჩემს ინტერესში არ არის", - განაცხადა ნაყოფიამ.
Print