ახალი ამბები
ბაკურიანში, ნატო-ს პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის ფარგლებში, სამთო მომზადების კურსი მიმდინარეობს
ბაკურიანში, ნატო-ს პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის (PფP) ფარგლებში, საბაზისო სამთო მომზადების ზამთრის კურსი მიმდინარეობს.
პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ინსტრუქტორები ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების 21 სამხედრო მოსამსახურეს ზამთრის პირობებში სამთო საბაზისო უნარ-ჩვევებს ასწავლიან.

უწყების ცნობით, ლიტვიდან, უნგრეთიდან, უკრაინიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბელორუსიიდან მოვლენილი სამხედროები ქართველ პარტნიროებთან ერთად, სამი კვირის განმავლობაში, სამთო სათხილამურო ტრასაზე თხილამურით სრიალს, მარშგადაადგილებას და თხილამურებით დაბრკოლებათა ზოლის გადალახვას ეუფლებიან.

"სამხედროები თოვლში უსაფრთხოების წერტილების გამოყვანას სწავლობენ, რათა დახრილ ფერდობზე დაბრკოლებათა ზოლის მოწყობა და ჯგუფის უსაფრთხოდ გადაყვანა შეძლონ. უცხოელ სამხედროებს თოვლიან რელიეფზე თავშესაფრის მოწყობა და თოვლის სახლში ,,იგლუ" ღამის გათენებაც უწევთ", - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, სამთო მომზადების ბოლოს სამხედროებს ტექნიკურ და ფიზიკურ მოქმედებებში ტესტირებები ჩაუტარდებათ, რომლის წარმატებით გადალახვის შემთხვევაში მათ მიეცემათ სერტიფიკატები, სამკერდე ნიშნები და რეკომენდაცია, მონაწილეობა მიიღონ სამთო მომზადების ზამთრის შუალედურ კურსზე. Lustzone.ch

Print