ახალი ამბები
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე იმსჯელა
საგზაო უსაფრთხოების სფეროში წესრიგის დაცვის მიზნით ახალი სამართლებრივი რეგულაციების შემოტანას ითვალისწინებს კანონპროექტი "საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" და მისი თანმდევი კანონპროექტები, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა.

საკანონმდებლო პაკეტის თანახმად, რომლის ინიციატორიც საქართველოს მთავრობაა, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებაში პრევენციული კომპონენტის გაძლიერების მიზნით, შემოდის მართვის მოწმობაზე 100 ქულიანი სისტემის დაკავშირება. კერძოდ, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში თითოეული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა გამოიწვევს მართვის მოწმობაზე მინიჭებული 100 ქულიდან სამართალდარღვევის ტოლფასი ქულის გამოკლებას. კალენდარული წლის განმავლობაში სამართალდარღვევების გამო ქულების 0-მდე შემცირება მართვის უფლების შეწყვეტას გამოიწვევს და მართვის უფლების მისაღებად პირი იძულებული იქნება გამოცდა ხელახლა ჩააბაროს უფლების ამგვარად შეწყვეტიდან არა უადრეს 2 თვისა.

როგორც საკითხის თაობაზე მომხსენებელმა, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, შალვა ხუციშვილმა აღნიშნა, ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე არ გავრცელდება მართვის მოწმობისათვის მინიჭებული ქულათა შემცირების წესი. მისივე თქმით, ქულათა სისტემა მიენიჭება როგორც საქართველოში გაცემულ მართვის მოწმობას, ისე უცხო ქვეყანაში გაცემულ მართვის მოწმობასაც, რათა აღნიშნულ სფეროში არ დადგინდეს არათანაბარი და დისკრიმინაციული რეგულაციები.

შალვა ხუციშვილის განმარტებით, აღნიშნული ქულათა სისტემა დანერგილია როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე, ევროკავშირის 20-ზე მეტ ქვეყანაში.

საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს, აგრეთვე, "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ცვლილებების განხორციელებას.

დღეს მოქმედი ნორმით, სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვის შემთხვევაში, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გამოვლენისას, საქმის განმხილველ ორგანოს შეუძლია სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერება შეცვალოს 700 ლარის ოდენობის ჯარიმით. ცვლილების თანახმად, პირს მართვის უფლების შეჩერების შეცვლის მოთხოვნით უფლებამოსილი ორგანოსთვის მიმართვის უფლება წარმოეშობა მხოლოდ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენიდან არა უადრეს 3 თვისა.

პროექტის თანახმად, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის დროს მძღოლის მიერ მობილური კომუნიკაციის საშუალებით სარგებლობა 10 ლარიდან იზრდება 30 ლარამდე. გაიზრდება, აგრეთვე, შემხვედრი სატრანსპორტო ნაკადის გამყოფი უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთისთვის და მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომა.

წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტით, სიჩქარის გადაჭარბებასთან დაკავშირებით დაჯარიმება მოხდება გრადაციული სისტემით.

მთავრობის მიერ შემოთავაზებული ცვლილებები ითვალისწინებს უკანტაქტო პატრულირების შემოღებას. კერძოდ, პოლიციას უფლება ენიჭება, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიზნით, გამოიყენოს პოლიციის სარგებლობაში არსებულ ამოსაცნობი ნიშნების არმქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დამონტაჟებული/განთავსებული და არასტაციონარული (მოძრავი) სიჩქარის მზომი ხელსაწყოები. აღნიშნულ შემთვევებში, პოლიციელს უშუალო კონტაქტი არ ექნება საგზაო მოძრაობის წესების დამრღვევ პირთან და სამართალდამრღვევს სამართალდარღვევის ოქმი გაეგზავნება რეგისტრაციის ადგილის მიხედვით.

როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, შემოთავაზებული ცვლილებები სამკომპონენტიანია: 1.რაციონალური პასუხისმგებლობის სისტემის შექმნა; 2. ეფექტური აღსრულება და 3.ტექნოლოგიების როლის ზრდა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტი საკანონმდებლო პაკეტის განხილვას ხვალინდელ სხდომაზე განაგრძობს.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
3 მაისი პრესის თავისუფლების
საერთაშორისო დღეა. აღნიშნულთან დაკავშირებით
14:31 / 03.05.2024
3 მაისი პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეა. აღნიშნულთან დაკავშირებით
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი
კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში გამოეხმაურა
14:21 / 03.05.2024
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში გამოეხმაურა
სვანეთში, მდინარე ნაკრაში მაშველები
სამ ახალგაზრდას ეძებენ. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის
სამსახურში ადასტურებენ.
11:32 / 03.05.2024
სვანეთში, მდინარე ნაკრაში მაშველები სამ ახალგაზრდას ეძებენ. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ადასტურებენ.
ვნების კვირის პარასკევი ქრიტიანულ
სამყაროში ყველაზე მძიმე დღეა.
07:12 / 03.05.2024
ვნების კვირის პარასკევი ქრიტიანულ სამყაროში ყველაზე მძიმე დღეა.
სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას,
მალფუჭებადი და მაღალი რისკის სურსათი შეიძინოს მხოლოდ ორგანიზებული
ვაჭრობის პირობებში, ისეთ სარეალიზაციო ობიექტებში, სადაც დაცულია
შენახვისა და რეალიზაციის მოთხოვნები, სანიტარიულ-ჰიგიენური
ნორმები.
11:13 / 02.05.2024
სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, მალფუჭებადი და მაღალი რისკის სურსათი შეიძინოს მხოლოდ ორგანიზებული ვაჭრობის პირობებში, ისეთ სარეალიზაციო ობიექტებში, სადაც დაცულია შენახვისა და რეალიზაციის მოთხოვნები, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები.
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.