ახალი ამბები
25% არ იცის ვინ არის მისი მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში -NDI კვლევა
NDI-ის კვლევის თანახმად ,გამოკითხულთა 65% იცის თუ ვინ არის მისი მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში , 25% ამასთან დაკავშიორებით ინფორმაციას არ ფლობს,8 %-მა მაჟორიტარი დეპუტატის ვინაობა შეცდომით დაასახელა,გამოკითხულთა 1%-მა კი პასუხის გაცემაზე უარი განაცხადა.
NDI-ს კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 4 ნოემბერი - 4 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 3 141 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. საშუალო ცდომილების ზღვარი +/-1,8%-ია.

NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC-საქართველო.
Print