ახალი ამბები
NDI-ის კვლევის თანახმად, ხმის მიცემისას პარტიის ეკონომიკური პოლიტიკა ყველაზე მნიშვნელოვანი იყო
NDI-ის კვლევის თანახმად,გამოკითხულთა 39% თვლის,რომ საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემისას ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი პარტიის ეკონომიკური პოლიტიკა იყო ,16% -უპირატესობას ჯანდაცვასთან დაკავშირებით პარტიის პოზიციას ანბიჭებს,10% კი მიაჩნია რომ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით პარტიის პოზიცია იყო.
სხვა საკითხებთან დაკავშირებით ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: 9%-საგარეო საკითხები, 8%-კანონის უზენაესობა, 5%-განათლება, 2%-სხვა, გამოკითხულთა 9%-არ იცის ,ხოლო 3% პასუხის გაცემაზე უარი განაცხადა .
NDI-ს კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 4 ნოემბერი - 4 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 3 141 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. საშუალო ცდომილების ზღვარი +/-1,8%-ია.
NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC-საქართველო.

Print