ახალი ამბები
რა პრეტენზიები აქვს საკრებულოს დეპუტატს ტელეკომპანია "ბორჯომთან"
ტელეკომპანია "ბორჯომში" მოქმედმა თვითრეგულირების საბჭომ დღეს საკრებულოს დეპუტატის მაია ხრიკაძის პრეტენზიები განიხილა. დეპუტატმა უკმაყოფილება გამოთქვა 27 დეკემბერს ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით, რომელიც ბორჯომის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცებას ეხებოდა. მაია ხრიკაძის განცხადებით ჟურნალისტმა სიუჟეტში ის კითხვები არ დააფიქსირა, რომლითაც მან ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელს მიმართა.
Print