ახალი ამბები
9 აპრილის ქუჩაზე ბიუვეტში მინერალური წყლის მიწოდება აღდგა
5 იანვარს, ტელეკომპანია "ბორჯომის" ეთერში გასული სიუჯეტის შემდეგ, 9 აპრილის ქუჩაზე არსებულ ბიუვეტში მინერალური წყლის მიწოდება აღდგა. წყლით სარგებლობა ნებისმიერ მსურველს მეორე დღიდან შეეძლო.
შეგახსენებთ,რომ ადგილობრივების განცხადებით მინერალური წყალი დაახლოებით 1 თვეა რაც აღარ მოდიოდა,დამსვენებლებს ე.წ "ცივი " ბორჯომის წყლის ავსება მდინარე "ბორჯომულას" სანაპიროზე არსებულ ჭაბურღილზე უწევდათ .როგორც სიუჟეტში სს "ბორჯომმინწყლების" ჰიდროგეოლოგმა განაცხადა წყალი გაყინული იყო.



Print