9 აპრილის ქუჩაზე ბიუვეტში მინერალური წყლის მიწოდება აღდგა
5 იანვარს, ტელეკომპანია "ბორჯომის" ეთერში გასული სიუჯეტის შემდეგ, 9
აპრილის ქუჩაზე არსებულ ბიუვეტში მინერალური წყლის მიწოდება აღდგა.
წყლით სარგებლობა ნებისმიერ მსურველს მეორე დღიდან შეეძლო.
შეგახსენებთ,რომ ადგილობრივების განცხადებით მინერალური წყალი
დაახლოებით 1 თვეა რაც აღარ მოდიოდა,დამსვენებლებს ე.წ "ცივი "
ბორჯომის წყლის ავსება მდინარე "ბორჯომულას" სანაპიროზე არსებულ
ჭაბურღილზე უწევდათ .როგორც სიუჟეტში სს "ბორჯომმინწყლების"
ჰიდროგეოლოგმა განაცხადა წყალი გაყინული იყო.