ახალი ამბები
სახელმწიფოს მიერ აზომვითი ნახაზის საფასურის ანაზღაურება (R)

მიწის რეგისტრაციის რეფორმამ, რომელიც 2016 წლის 1 აგვისტოს დაიწყო, რეგისტრაციის პროცედურა მნიშვნელოვნად გაამარტივა და ამ პროცესში არსებული ბარიერები მოხსნა.

მიწის რეგისტრაციის პროცესში ერთ-ერთ მნიშვნეოვანია საკადასტრო აზომვითი ნახაზი.2016 წლის პირველი სექტემბრიდან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მიწისრეგისტრაციას მხოლოდ ახალი სტანდარტი შედგენილი აზომვითი ნახაზისსაფუძველზე ახორციელებს.

სტანდარტი მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებშიშემუშავდა. რეფორმის შედეგად, გარდა ბარიერების მოხსნისა, ამზომველსა დამოქალაქეს შორის პასუხისმგებლობა გაიმიჯნა: უძრავი ნივთის ადგილმდებარეობასა დასაზღვრის იდენტიფიცირებაზე პასუხისმგებელია მესაკუთრე, ხოლო აზომვითისამუშაოების სრულყოფილად შესრულებასა და ნახაზის სისწორეზე კი - ამზომველი.

 

 

აღსანიშნავია, რომ რეფორმის დაწყებამდე არასწორად ან ხარვეზებით შედგენილიაზომვითი ნახაზი მოქალაქეებისთვის მიწის რეგისტრაციის შემაფერხებელი მიზეზიხშირად ხდებოდა. ახალი სტანდარტისა და დეტალური სპეციფიკაციის დახმარებით, რომელიც საჯარო რეესტრის ვებგვერდზეა www.napr.gov.ge განთავსებული,ამზომველებმა ზუსტად იციან, როგორ აზომო ნაკვეთი ცდომილების გარეშე და შეადგინონ სრულყოფილი ნახაზი. აღნიშნულ სიახლეს მინიმუმამდე დაჰყავსმესაკუთრეებს შორის სამომავლო დავების წარმოშობის რისკ.

 

აღსანიშნავია, რომ რეფორმის ფარგლებში შესრულებული აზომვითი ნახაზის საფასურს საამზომველო კომპანიებს სახელმწიფო უნაზღაურებს. პროცედურა კი ასეთია: მოქალაქეებმა, რომლებსაც მიწის რეგისტრაცია სურთ, აზომვითი ნახაზისთვის მათი რაიონის ყველაზე კომპეტენტურ ამზომველს უნდა მიაკითხონ; აუხსნან, თუ რისი რეგისტრაცია სურთ და აჩვენონ საბუთები, რომლებიც მიწის ნაკვეთზე მათ საკუთრებას ადასტურებს. შემდეგ კი საჭიროა, ამზომველისგან ნახაზის მომზადების შესახებ ხელშეკრულების ფორმა მოითხოვონ, შეავსონ და მას ხელი ამზომველთან ერთად მოაწერონ.

მომდევნო ეტაპზე მოქალაქემ ამზომველს მიწის ნაკვეთი ადგილზე უნდა აჩვენოს და ზუსტად მიუთითოს, სად მდებარეობს მისი ნაკვეთი; დათქმულ დროს მიაკითხოს მას, ხელზე აიღოს აზომვითი ნახაზი, დისკი და სამუშაოს შესრულების შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტი გააფორმოს, ამზომველს კი ხარჯების ამსახველი დოკუმენტი და საბანკო ანგარიშის მონაცემები გამოართვას.

უფლების დამდგენი საბუთი, აზომვითი ნახაზი და ყველა დანარჩენი დოკუმენტი - ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტი, ხარჯების ამსახველი დოკუმენტი დაამზომველის საბანკო ანგარიშის მონაცემები - მოქალაქემ საჯარო რეესტრში უნდაჩააბაროს. თუ მისი მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდება, საჯარო რეესტრი ყველა საჭიროსაბუთს სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში თვითონ გადააგზავნის. შედეგად,ამზომველს გაწეული სამუშაოს ანაზღაურება სახელმწიფოს მიერ პირდაპირ ანგარიშზეჩაერიცხება.

 

საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საჯარო რეესტრის წარმომადგენლებმააზომვითი ნახაზის ახალი სტანდარტით შესრულებასთან დაკავშირებით რეგიონებშიმოქმედ საამზომველო კომპანიებთან საკონსულტაციო შეხვედრებიც გამართეს. ამშეხვედრებზე ნებისმიერ ამზომველს საშუალება ჰქონდა, აზომვითი ნახაზის ახალისტანდარტის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მისთვის მოსახერხებელ ქალაქში მიეღო.საჭიროების შემთხვევაში, საჯარო რეესტრის თანამშრომლები მათ ნახაზის შედგენისწესთან დაკავშირებით ტრენინგსაც უტარებდნენ. ამ დრომდე საქართველოს ქალაქებსა და რაიონებში 318 ამზომველმა გაიარა კონსულტაცია. თანამშრომლობა საჯარორეესტრსა და საამზომველო კომპანიებს შორის მომავალშიც გაგრძელდება.

დაინტერესებულ მოქალაქეებსა თუ საამზომველო კომპანიებს მიწის რეგისტრაციის შესახებ მათთვის საჭირო ინფორმაციის მიღება ცხელ ხაზზე 2 405 405, ელექტრონულიფოსტითა This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it და საჯარო რეესტრის facebook-ის ოფიციალური გვერდის დახმარებით შეუძლიათ.მიწის რეგისტრაციის რეფორმამ, რომელიც 2016 წლის 1 აგვისტოს დაიწყო, რეგისტრაციის პროცედურა მნიშვნელოვნად გაამარტივა და ამ პროცესში არსებული ბარიერები მოხსნა.
მიწის რეგისტრაციის პროცესში ერთ-ერთ მნიშვნეოვანია საკადასტრო აზომვითი ნახაზი. 2016 წლის პირველი სექტემბრიდან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მიწის რეგისტრაციას მხოლოდ ახალი სტანდარტით შედგენილი აზომვითი ნახაზის საფუძველზე ახორციელებს. სტანდარტი მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში შემუშავდა. რეფორმის შედეგად, გარდა ბარიერების მოხსნისა, ამზომველსა და მოქალაქეს შორის პასუხისმგებლობაც გაიმიჯნა: უძრავი ნივთის ადგილმდებარეობასა და საზღვრის იდენტიფიცირებაზე პასუხისმგებელია მესაკუთრე, ხოლო აზომვითი სამუშაოების სრულყოფილად შესრულებასა და ნახაზის სისწორეზე კი - ამზომველი.
აღსანიშნავია, რომ რეფორმის დაწყებამდე არასწორად ან ხარვეზებით შედგენილი აზომვითი ნახაზი მოქალაქეებისთვის მიწის რეგისტრაციის შემაფერხებელი მიზეზი ხშირად ხდებოდა. ახალი სტანდარტისა და დეტალური სპეციფიკაციის დახმარებით, რომელიც საჯარო რეესტრის ვებგვერდზეა www.napr.gov.ge განთავსებული, ამზომველებმა ზუსტად იციან, როგორ აზომონ ნაკვეთი ცდომილების გარეშე და შეადგინონ სრულყოფილი ნახაზი. აღნიშნულ სიახლეს მინიმუმამდე დაჰყავს მესაკუთრეებს შორის სამომავლო დავების წარმოშობის რისკი.
აღსანიშნავია, რომ რეფორმის ფარგლებში შესრულებული აზომვითი ნახაზის საფასურს საამზომველო კომპანიებს სახელმწიფო უნაზღაურებს. პროცედურა კი ასეთია: მოქალაქეებმა, რომლებსაც მიწის რეგისტრაცია სურთ, აზომვითი ნახაზისთვის მათი რაიონის ყველაზე კომპეტენტურ ამზომველს უნდა მიაკითხონ; აუხსნან, თუ რისი რეგისტრაცია სურთ და აჩვენონ საბუთები, რომლებიც მიწის ნაკვეთზე მათ საკუთრებას ადასტურებს. შემდეგ კი საჭიროა, ამზომველისგან ნახაზის მომზადების შესახებ ხელშეკრულების ფორმა მოითხოვონ, შეავსონ და მას ხელი ამზომველთან ერთად მოაწერონ.
მომდევნო ეტაპზე მოქალაქემ ამზომველს მიწის ნაკვეთი ადგილზე უნდა აჩვენოს და ზუსტად მიუთითოს, სად მდებარეობს მისი ნაკვეთი; დათქმულ დროს მიაკითხოს მას, ხელზე აიღოს აზომვითი ნახაზი, დისკი და სამუშაოს შესრულების შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტი გააფორმოს, ამზომველს კი ხარჯების ამსახველი დოკუმენტი და საბანკო ანგარიშის მონაცემები გამოართვას.
უფლების დამდგენი საბუთი, აზომვითი ნახაზი და ყველა დანარჩენი დოკუმენტი - ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტი, ხარჯების ამსახველი დოკუმენტი და ამზომველის საბანკო ანგარიშის მონაცემები - მოქალაქემ საჯარო რეესტრში უნდა ჩააბაროს. თუ მისი მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდება, საჯარო რეესტრი ყველა საჭირო საბუთს სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში თვითონ გადააგზავნის. შედეგად, ამზომველს გაწეული სამუშაოს ანაზღაურება სახელმწიფოს მიერ პირდაპირ ანგარიშზე ჩაერიცხება.
საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საჯარო რეესტრის წარმომადგენლებმა აზომვითი ნახაზის ახალი სტანდარტით შესრულებასთან დაკავშირებით რეგიონებში მოქმედ საამზომველო კომპანიებთან საკონსულტაციო შეხვედრებიც გამართეს. ამ შეხვედრებზე ნებისმიერ ამზომველს საშუალება ჰქონდა, აზომვითი ნახაზის ახალი სტანდარტის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მისთვის მოსახერხებელ ქალაქში მიეღო. საჭიროების შემთხვევაში, საჯარო რეესტრის თანამშრომლები მათ ნახაზის შედგენის წესთან დაკავშირებით ტრენინგსაც უტარებდნენ. ამ დრომდე საქართველოს ქალაქებსა და რაიონებში 318 ამზომველმა გაიარა კონსულტაცია. თანამშრომლობა საჯარო რეესტრსა და საამზომველო კომპანიებს შორის მომავალშიც გაგრძელდება.
დაინტერესებულ მოქალაქეებსა თუ საამზომველო კომპანიებს მიწის რეგისტრაციის შესახებ მათთვის საჭირო ინფორმაციის მიღება ცხელ ხაზზე 2 405 405, ელექტრონული ფოსტითა This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it და საჯარო რეესტრის facebook-ის ოფიციალური გვერდის დახმარებით შეუძლიათ.

Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
ქართული თეატრისა და კინოს მსახიობი,
ტრისტან სარალიძე 68 წლის ასაკში გარდაიცვალა.
09:40 / 27.05.2024
ქართული თეატრისა და კინოს მსახიობი, ტრისტან სარალიძე 68 წლის ასაკში გარდაიცვალა.
საქართველოს სახალხო დამცველი ლევან
იოსელიანი საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, არ დაძლიოს „აგენტების
კანონზე“ დადებული ვეტო.
09:31 / 27.05.2024
საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, არ დაძლიოს „აგენტების კანონზე“ დადებული ვეტო.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ
კორცხელში ქმარმა ცოლი მოკლა. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა.
09:23 / 24.05.2024
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში ქმარმა ცოლი მოკლა. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა.
აშშ-ის სენატი საქართველოს მთავრობის
ლიდერების წინააღმდეგ ორპარტიულ სასანქციო პაკეტს განიხილავს. ამის
შესახებ ინფორმაციას გამოცემა Politico მოპოვებულ დოკუმენტზე
დაყრდნობით ავრცელებს.
08:30 / 24.05.2024
აშშ-ის სენატი საქართველოს მთავრობის ლიდერების წინააღმდეგ ორპარტიულ სასანქციო პაკეტს განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Politico მოპოვებულ დოკუმენტზე დაყრდნობით ავრცელებს.
აზერბაიჯანის რკინიგზამ გამოაქვეყნა
განცხადება, რომლის თანახმადაც ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე
რეგულარული სატვირთო მიმოსვლები 20 მაისიდან განახლდა.
14:48 / 21.05.2024
აზერბაიჯანის რკინიგზამ გამოაქვეყნა განცხადება, რომლის თანახმადაც ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე რეგულარული სატვირთო მიმოსვლები 20 მაისიდან განახლდა.
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.