ახალი ამბები
"მიზანია ქვეყნის სტრატეგიული მდებარეობის პოტენციალის სრულად ათვისება" - კობახიძე
„ვქმნით უფრო განვითარებულ, ეკონომიკურად ძლიერ, უსაფრთხო და დაცულ მომავალს შემდგომი თაობებისთვის“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე წლიური შეხვედრის ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას. ის ამბობს, რომ ამ შეხვედრის ძირითადი სლოგანი - “ხიდი მომავლისკენ“ - „საუკეთესოდ ასახავს საქართველოს კურსს“.

„ჩვენი გადაწყვეტილებებით და ნაბიჯით ვქმნით უფრო განვითარებულ, ეკონომიკურად ძლიერ, უსაფრთხო და დაცულ მომავალს შემდგომი თაობებისთვის. ამ ხედვას აძლიერებს ჩვენი სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა, რომელიც საქართველოს ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელ ხიდად აქცევს. ჩვენი უნიკალური მდებარეობა გვაძლევს საშუალებას, ერთდროულად ვიყოთ ევროპის ნაწილი და ამავე დროს, ღირსეულად ვატარებდეთ ისტორიული აბრეშუმის გზის ერთ-ერთი მემკვიდრის სტატუსს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს „აზიური ბიზნესისა და ინვესტორებისთვის საუკეთესო ბიზნეს-გარემოს შეთავაზებას და რეგიონში მათი გაფართოების შესაძლებლობის უზრუნველყოფას” და გაგრძელდება ინვესტირება „საქართველოს მრავალგანზომილებიან რეგიონულ ჰაბად გარდაქმნაში, რათა სრულად ავითვისოთ ქვეყნის სტრატეგიული მდებარეობის პოტენციალი“.

ირაკლი კობახიძე აღნიშნავს ასევე, რომ - „მიმდინარე რეგიონული კრიზისების ფონზე, ენერგიისა და სავაჭრო სატრანსპორტო ალტერნატიული მარშრუტები გადამწყვეტია საერთაშორისო სტაბილურობის, ენერგეტიკისა და სურსათის უსაფრთხოებისთვის“.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის პროექტები პრემიერ-მინისტრმა დაასახელა ძალიან მნიშვნელოვან მიმართულებებად საქართველოს სატრანზიტო ფუნქციას განვითარებისთვის.

„ჩვენ ინტენსიურად ვაშენებთ აღმოსავლეთ-დასავლეთ და სამხრეთ-ჩრდილოეთის საავტომობილო ინფრასტრუქტურას, რაც საქართველოს სატრანზიტო ფუნქციას კიდევ უფრო გააძლიერებს“, - თქვა ირაკლი კობახიძემ.


წყარო: რადიო თავისუფლება
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე
ზურაბიშვილმა ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტი
15:50 / 19.05.2024
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტი
პერსონალურ მონაცემთა დაცვის
სამსახური აცხადებს, რომ მათთან შესული 70-მდე
განცხადება/შეტყობინებიდან,
12:52 / 19.05.2024
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური აცხადებს, რომ მათთან შესული 70-მდე განცხადება/შეტყობინებიდან,
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის
შესახებ” კანონის საწინააღმდეგოდ დღეს ორი აქცია გაიმართება.
10:42 / 19.05.2024
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის საწინააღმდეგოდ დღეს ორი აქცია გაიმართება.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე
ზურაბიშვილმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს ვეტო
დაადო.
17:16 / 18.05.2024
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს ვეტო დაადო.
19 მაისს, 17:00 საათზე,
ბორჯომში,მერაბ კოსტავას სახელობის სკვერში, სკოლის
16:55 / 18.05.2024
19 მაისს, 17:00 საათზე, ბორჯომში,მერაბ კოსტავას სახელობის სკვერში, სკოლის
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.