ახალი ამბები
ფინანსური გამჭვირვალობის რა ვალდებულებები აქვთ დღეს არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებს
საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა მედი­ის, არასამთავრობო სექტორის­ და ყველა იმ პირის თუ ორგანიზა­ცი­­ის, ვინც უცხოური ორგანიზა­ციების გრანტიორია, ფინანსური ანგარიშგების გამჭვირვალობას ისედაც ითვალისწინებს. კონკრეტულად­, ამ საკითხს არეგულირებს "საგადას­ახადო კოდექსი", "გრანტების შესახებ" კან­ონი, "ბუღა­ლტრული აღრიცხვის­, ანგარი­შგებისა და აუდი­ტის შესახებ" კანონი და გამომდინარე სამართლებრივი აქტები, სადაც გაწერილია, გრანტიორებს რა ვალდებულებები აკისრიათ.

"საგადასახადო კოდექსით" გათვალისწინებულია, რომ არსებობს ე.წ. საგადასახადო შეღავათებით მოსარგებლე პირთა რეეს­ტრი, რომელიც დღგ-სგან ათავისუფლებს გარკვეულ პირებს და მათ შორის ხვდებიან გრანტის მიმღებებიც. მაგრამ გამცემებსაც და მიმღებებსაც ევალებათ, რომ წარადგინონ ხელშეკრულების სრული ასლი და შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე ქვეყნდება გრანტის გამცემი და მიმღები­ ორგანიზაციების დასახელება, გრანტის დასახელება და რაოდენობა და დაწყების და დასრულების თარიღები. ამასთან, თუ საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულია, რომ დონორი სარგებლობს შეღავათით და ეს ძირითადად ეხება დღგ-ს, მაშინ ის აწვდის შემოსავლების სამსახურს ამ ინფორმაციას. არის მეორე შემთხვევა, როდესაც თავად გრანტიორი თუ შეიძენს რაღაც პროდუქტს და მომსახურებას, განცხადება შეაქვს შემოსავლების სამსახურში, წარადგენს ხელშეკრულებას და ითხოვს­ დღგ-ს დაბრუნებას. გარდა ამისა, ნებისმიერი ორგანიზაცია წარადგენს საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციას, რომელიც მოიცავს თანამშრომელთა სიას, ვინ არის შრომითი და ვინ მომსახურების ხელშეკრულებით დასაქმებული, რამდენია საშემოსავლო გადასახადი და რამდენია ზოგადად ამ კომპანიის შემოსავალი. ორგანიზაცია ყოველი თვის 15 რიცხვში წარადგენს წინა თვის ანგარიშს. ამასთან, ნებისმიერ სხვა გადასახადზე თეორიულად შეიძლება გაუჩნდეს შემოსავალ-გასავლის დეკლარირების ვალდებულება და ამ შემთხვევაშიც არის ვალდებული კანონით დადგენილი წესით იმოქმედოს. რაც მთავარია, ეს არის სახელმწიფოსთან ანგარიშგების ვალდებულება, რაც, ცხადია, ხელისუფლებისთვის ხელმისაწვდომია, მაგრამ ეს ინფორმაცია, რაც შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე ქვეყნდება, ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვისაც ხელმისაწვდომია. ამისთვის საჭიროა იცოდეს ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო ნომერი, რომელიც მარტივად იძებნება რეესტრის ვებგვერდზე, ან გრანტის დასახელება, რაც ასევე აქვს გამოქვეყნებული თავის ვებგვერდზე ყველა საერთაშორისო დონორ ორგანიზაციას.

ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციები რამდენი ხანია საკუთარ ვებგვერდებზე აქვეყნებენ ინფორმაციას, რომელიც მოიცავს გრანტის გამცემი ორგანიზაციის სახელს, გრანტის სახელს და მოცულობას (თანხას) და დაწყება-დასრულების თარიღებს.

მედიასაშუალებებს კი აქვთ ვალდებულება, რომ ფინანსური გამჭვირვალობისთვის ყოველთვიურად მიაწოდონ კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას დეტალური ინფორმაცია შემოსავლების და ხარჯების შესახებ, რაც ასევე ქვეყნდება კომუნიკაციების კომისიების ვებგვერდზე.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
მიმდინარე წელს, ბორჯომის
მუნიციპალიტეტში, 13 მინი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია
განხორციელდება.
16:51 / 25.04.2024
მიმდინარე წელს, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, 13 მინი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია განხორციელდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს
სტატისტიკის მიხედვით, წელს I კვარტალში, ლტოლვილის სტატუსი ჯამში 3
მოქალაქეს მიეცა. ამათგან, ორი ირანის მოქალაქეა, ხოლო ერთი
დაუდგენელი.
12:22 / 25.04.2024
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, წელს I კვარტალში, ლტოლვილის სტატუსი ჯამში 3 მოქალაქეს მიეცა. ამათგან, ორი ირანის მოქალაქეა, ხოლო ერთი დაუდგენელი.
გერმანიაში დაგეგმილი ევრო 2024-ის
მატჩებზე დამსწრეთა დიდი მოთხოვნის გამო, ავიაბილეთები აღარ არის -
ამის შესახებ „პალიტრანიუსისა“ და რადიო „პალიტრას“ გადაცემაში
„საქმე“
10:54 / 25.04.2024
გერმანიაში დაგეგმილი ევრო 2024-ის მატჩებზე დამსწრეთა დიდი მოთხოვნის გამო, ავიაბილეთები აღარ არის - ამის შესახებ „პალიტრანიუსისა“ და რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“
ბიძინა ივანიშვილის ფონდი „ქართუ“
საფეხბურთო ნაკრებს 30 მილიონ ლარს ჰპირდება, თუ ის ევროპის
ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გავა.
13:56 / 23.04.2024
ბიძინა ივანიშვილის ფონდი „ქართუ“ საფეხბურთო ნაკრებს 30 მილიონ ლარს ჰპირდება, თუ ის ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გავა.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის
შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტი გრძელდება.
12:46 / 21.04.2024
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტი გრძელდება.
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.