ახალი ამბები
გენგაშვილები ჭობისხევიდან - ვინ როგორ ეხმარება 5 წევრიან ოჯახს
17 წლის გიორგი, 12 წლის საბა და 10 წლის გიგა გენგაშვილები მშობლებთან ერთად ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭობისხევში ცხოვრობენ. ოჯახის მთავარი შემოსავალი, სოციალური დახმარება და მეუღლის ხელფასია. რთულ პირობებში წლებია ცხოვრობენ და მათი მთავარი ნატვრა ახალი სახლია. ნესტან გენგაშვილის თქმით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის დახმარებით უკვე დაწერა განცხადება საცხოვრებელი ბინის მოთხოვნაზე. ბავშვების დედა გვეუბნება რომ ადგილობრივი თვითმმართველობა მათ ხშირად ეხმარება. 5 წევრიან ოჯახს დახმარებიან სხვებიც. როგორია გენგაშვილების ყოველდღიური ყოფა, ნახეთ სიუჟეტში.
Print