ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16-დღიანი
კამპანიის ფარგლებში ბორჯომში ღონისძიებები გრძელდება.
კვირეულის ფარგლებში კიდევ ერთი ღონისძიება, შშმ პირთა საერთაშორისო
დღესთან დაკავშირებით ჩატარდა. მოეწყო მაია აბზიანიძის ნახატების
გამოფენა-გაყიდვა. დღის ცენტრის „თებეს“ ბენეფიციარებმა და სამუსიკო
სკოლის მოსწავლეებმა კი ერთობლივი კონცერტი გამართეს.