ამინდი
4-6 აგვისტოს მოსალოდნელი ამინდი საქართველოში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 4 აგვისტოს საქართველოში ნარჩუნდება ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობსა და მთაში +35, +40, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში +28, +33, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +33, +38 გრადუსი იქნება.
5 - 6 აგვისტოს მაღალი ტემპერატურის ფონზე საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +31, +36, ზოგან კი 40 გრადუსამდეა მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +34, +39 გრადუსის ფარგლებში იქნება.
Print