ბორჯომში გამწვანების აქციაში სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი ჩაერთო
ბორჯომი ტურისტული სეზონისთვის მზადებას იწყებს. ქალაქის ცენტრში
არსებულ სკვერში დღეს გამწვანების აქცია მოეწყო.
250-მდე სხვადასხვა სახის მცენარე დღეს მხარის გუბერნატორმა და
ბორჯომის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა დარგეს. აქციაში ჩაერთვნენ
საჯარო სკოლის მოსწავლეებიც. ნერგების შესაძენად, ადგილობრივი
ბიუჯეტიდან 28 000 ლარამდე დაიხარჯა.