გარემოს დაცვა
ბორჯომის ხეობაში გადამწვარი ტყის ფართობების შესწავლა დაიწყება
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში, დაბასა და წაღვერში ნახანძრალი ტყის ტერიტორიის შემსწავლელი კომისიის სხდომა გაიმართა. შეხვედრაზე ის აუცილებელი საკითხები განიხილეს, რაც ნახანძრალი ტყის სწორად აღდგენას ხელს შეუწყობს. ასევე, დაიგეგმა კომისიის საველე გასვლა ნახანძრალ ფართობებზე არსებული პრობლემების ადგილზე შესწავლის მიზნით. კომისიის შემადგენლობაშია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, ეროვნული სატყეო სააგენტოს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
Print