ბორჯომი ტურიზმის განვითარების რეგიონულ სიმპოზიუმს მასპინძლობს
დღეს ბორჯომში სამცხე-ჯავახეთის ტურიზმის განვითარების პირველი
რეგიონული სიმპოზიუმი გაიხსნა. ღონისძიების მიზანი რეგიონში ტურიზმის
განვითარებასთან დაკავშირებული გამოწვევების განსაზღვრაა.
სიმპოზიუმი აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და საქართველოს
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით იმართება