არჩვნები 2020
ხმების მოპარვას არავინ დათმობს - მამუკა ხაზარაძე
მე აქ პარტიას არ მოვუყვანივარ, მე ჩემმა მოქალაქეობრივმა მრწამსმა და სიმართლისადმი ბრძოლამ მომიყვანა, - განაცხადა პარლამენტთან სიტყვით გამოსვლისას "ლელო საქართველოსთვის" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ
როგორც ის განმარტავს, ხმების მოპარვას არავინ დათმობს.

"ოცნებამ" და ბიძინა ივანიშვილმა ეს ქვეყანა შუაზე გაყო, ჩვენი ერი დააპირისპირა და ამას საფუძველს უკვე ბოლო 8 წელიწადია ნაბიჯ-ნაბიჯ უყრის. მან თავისი უსაფრთხოების გამო, ქვეყნის უსაფრთხოება დააყენა საშიშროების წინაშე და მოკლა ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი - ანაკლია, რომელიც იქნებოდა ჩვენი ქვეყნის შემოტრიალების წერტილი ეკონომიკურად, აფახაზებთან სალაპარაკოდ, საქართველოში ნამდვილი დროშის ჩასარჭობად, რომ რეგიონალური ლიდერები გავხმდარიყავით. მან იმისათვის, რომ თავისი უსაფრთხოება გადაერჩინა, მიისაკუთრა სასამართლო, მიისაკუთრა იმ ოდიოზური მოსამართლეებით, იმ ოდიოზური პროკურორებით, რომლებიც 2 კმ-ში არ უნდა იყვნენ სასამართლოს შენობასთან გაკარებულები. მან ეს ქვეყანა ნაბიჯ-ნაბიჯ მიიყვანა სიღატაკემდე და ხალხს პირდაპირ უთხრა დაუფარავად, ცინიკურად - წადით ამ ქვეყნიდან, აქ სამუშაო ადგილი არ შეიქმნება, წადი სხვაგან იმუშავეო. მან 31ოქტომბრის არჩევნებით, ყველაზე დიდი რამ ადამიანისთვის - ხმა მოპარა ქართველ ხალხს, ხმა, რომელიც ღმერთის მიერ არის ბოძებული თითოეული ჩვენგანისთვის. ", - განაცხადა ხაზარაძემ.

Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.