არჩევნები 2017
მერობის კანდიდატების პირველადი შედეგები ბორჯომში
ბორჯომის 30-ივე საარჩევნო უბნის პირველადი შედეგები ცნობილია. ბორჯომში მერობისთვის კენჭს 7 კანდიდატი იყრიდა, მათ შორის ამომრჩეველთა ხმები ასე გადანაწილდა.

#41 ლევან ლიპარტია - "ქართული ოცნება" - 5059 ხმა;
#8 ზაზა ჩაჩანიძე - "პატრიოტთა ალიანსი" - 5035 ხმა;
#5 ვალერი გრიგალაშვილი - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 1416 ხმა;
#2 ბაქარ შირაძე - "ბაქრაძე, უგულავა - ევროპული საქართველო" - 487 ხმა;
#10 გიორგი გიუაშვილი - "ლეიბორისტული პარტია" - 272 ხმა;
#37 დავით როკეტიშვილი - "სოციალისტური საქართველო - კომუნისტები" - 245 ხმა;
#27 არტაკ ოვსეპიანი - "ახალი საქართველო - პოლიტიკური პლატფორმა" - 25 ხმა.

პირველადი მონაცემებით ბორჯომში არჩევნების მეორე ტური გაიმართება, ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით მერობის ორი კანდიდატი ლიდერობს:

საარჩევნო კანონმდებლობით მეორე ტური ჩატარდება პირველი ტურიდან არაუგვიანეს 25- ე დღისა.
ამ შემთხვევაში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელმაც მეტი ხმა მიიღო.

შეგახსენებთ, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 26 524 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში საკუთარი არჩევანი 13 045-მა ამომრჩეველმა დააფიქსირა.

Print E-mail
FaceBook Twitter
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.