არჩევნები 2017
დგანან უბანთან და ხალხს აფრთხილებენ 41 შემოხაზეთო - ციხისჯვარი
ციხისჯვარში ზეწოლაზე საუბრობენ, რამდენიმე ადგილობრივი ამბობს, რომ სოფლის მოქმედი დეპუტატი და მისი შვილი, რომელიც ახლა დეპუტატობის კანდიდატია მმართველი პარტიიიდან, ადგილობრივებს  ემუქრებიან და ქართული ოცნების მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.

"საქართველოს მოქალაქეობას ჩოგართმევთო ეუბნებიან ადგილობრივებს, დგას უბნის კიბეზე და ხალხს აფრთხილებს სოფლის დეპუტატი" -ამბობს ჩვენთან საუბრისას ოდისეა აპოსტოლიდისი

ციხისჯვარში მცხოვრები ნინა აპოსტოლიდო - " მაღაზიაში რამდენიმე ადამიანი შემოვიდა და თქვეს, რომ ქართული ოცნების კანდიდატი და მისი მამა ადგილობრივ მოხუცებს ეუბნებიან, რომ თუ 41 ნომერს არ შემოხაზავენ სოფელში არაფერი გაკეთდება."

საარჩევნო უბნის ეზოში იყოფება თედორე ილიევი, საკრებულოს მოქმედი დეუტატი, რომელიც ამბობს რომ არანაირ აგიტაციას არ ეწევა და უბანზეც ხმის მისცემად მივიდა,  უბანზე მისულმა აღმოაჩინა, რომ პირადობის მოწმობა სახლში დარჩა და უკან გაბრუნებას აპირებს.

ზეწოლის და აგიტაციის ფაქტს უარყოფს მისი შვილიც ახილეს ილიევი.

ადგილზე იმყოფება ტელეკომპანია "ბორჯომის" გადამღები ჯგუფი და ვიდეომასალას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

Print