არჩევნები 2017
დებატები ბორჯომის მერობის კანდიდატებს შორის
ბორჯომის მერობის კანდიდატებმა საარჩევნო პროგრამებზე ისაუბრეს, ერთმანეთის კითხვებს უპასუხეს და ბორჯომში არსებული მთავარი გამოწვევები განიხილეს.

როგორ მოაგვარებენ პარკინგების და უხარისხო მშენებლობების პრობლემას, რას გააკეთებენ ბორჯომის სოფლებისათვის მერობის შემთხვევაში, გადამწვარი ტყე და ეკოლოგიური პრობლემები ბორჯომში, რა საკადრო პოლიტიკას გაატარებენ თვითმმართველობაში მოსვლის შემთხვევაში ამ კითხვებს ბორჯომის მერობის ოთხმა კანდიდატმა უპასუხა.

დებატებში მონაწილეობა მიიღეს მხოლოდ გიორგი გიუაშვილმა "ლეიბორისტული პარტია", ზაზა ჩაჩანიძემ - "პატრიოტთა ალიანსი", ვალერი გრიგალაშვილმა - "ნაციონალური მოძრაობა" და ბაქარ შირაძემ - "ევროპული საქართველო"

დებატებში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს ლევან ლიპარტიამ - "ქართული ოცნება", დავით როკეტიშვილმა - "კომუნისტები", არტაკ ოვსეპიანმა - "ახალი საქართველო"


Print