ახალი ამბები
ბორჯომში გადასატანი საარჩევნო ყუთით 500 ამომრჩეველი ისარგებლებს
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 2 დღე რჩება.ბორჯომში 26 524 ამომრჩეველი 21 ოქტომბერს საკუთარ ნებას საარჩევნო ყუთთან დააფიქსირებს. 30 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა სიები უკვე გამოკრულია და მასში საკუთარი თავის გადამოწმება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.რაც შეეხება გადასატან ყუთს,მისი საშუალებით ხმის მიცემის სურვილი 500-მა ამომრჩეველმა გამოთქვა.შეგახსენებთ,რომ გადასატანი საარჩევნო ყუთის გამოყენების მოთხოვნით საუბნო საარჩევნო კომისიებისადმი მიმართვის ვადა გუშინ 18:00 საათზე ამოიწურა.
Print