არჩევნები 2017
ახალციხის მერობის კანდიდატებმა ქალი ამომრჩევლის პრობლემები მოისმინეს

ახალციხის მერობის კანდიდატები დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ქალ ამომრჩევლებს შეხვდნენ. შეხვედრას ახალციხის მერობის


ხუთი მსურველი ესწრებოდა. ქალებმა, რომლებიც ახალციხის სხვადასხვა თემიდან იყვნენ წარმოდგენილი მერობის კანდიდატებს მათ თემში არსებული პრობლემები გააცნეს. ეს პრობლემები კი პროექტის "ქალები ქალებისათვის" ფარგლებში ჩატარებული შეხვედრების დროს გამოვლინდა, შეხვედრები ქალ ამომრჩევლებთან ახალციხეში, ბორჯომში, მარნეულსა და ნინოწმინდაში ქალთა სამოქალაქო საბჭოს წევრებმა ჩაატარეს.

პროექტი ”ქალები ქალებისათვის” ხორციელდება ა.ო. ”სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრის” მიერ, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარებისსააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.

 


Print