არჩევნები 2017
ტელეკომპანია "ბორჯომი" ეთერს პოლიტიკურ პარტიებს უთმობს
ხვალიდან, 5 ოქტომბრიდან ტელეკომპანია „ბორჯომი“ წინასაარჩევნოდ იწყებს მოსახლეობისთვის პოლიტიკური პარტიების გაცნობას. ეს არიან ის პარტიები, ვინც აქტიურად მუშაობენ და მერობის კანდიდატებიც ჰყავთ. ყოველ სამშაბათს და ხუთშაბათს პირდაპირ ეთერში ამომრჩევლებს საშუალება ექნებათ საარჩევნო სუბიექტების პროგრამები და კანდიდატები გაიცნონ. პარტიებს შორის წილისყრა უკვე გაიმართა და განისაზღვრა ვინ რომელ დღეს წარსდგება მაყურებლის წინაშე. პირველი გადაცემა ხვალ 21:00 საათიანი დღის ქრონიკის შემდეგ გავა ეთერში. გადაცემაში მონაწილეობას „ბაქრაძე, უგულავა-ევროპული საქართველოსა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მიიღებენ.
Print