არჩევნები 2017
სამცხე-ჯავახეთში მერობის კანდიდატების წარდგენა დასრულდა
ამ წუთებში ახალციხის ცენტრში მერობის კანდიდატების წარდგენა დასრულდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატები ოფიციალურად წარადგენა.
2017 წლის არჩევნებზე ბორჯომის მერობის კანდიდატი ლევან ლიპარტია იქნება. ახალციხეში ზაზა მელიქიძე, ადიგენში ზაქარია ენდელაძე, ასპინძაში როსტომ მაგრაქველიძე, ახალქალაქში იურიკ უნანიანი, ნინოწმინდაში კი ანივარდ მოსონიანი.
კანდიდატების წარდგენას მხარდამჭერები რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტიდან ესწრებოდნენ.
პრემიერმა შეხვედრაზე განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
Print