არჩევნები 2017
დღეს "ქართული ოცნება" მერობის კანდიდატებს სამცხე-ჯავახეთში წარადგენს
ექვსივე მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატებს დღეს ახალციხეში პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი წარადგენს. ახალციხეში მერობის კანდიდატების წარდგენა 20:00 საათისთვის იგეგმება.

19:00 საათზე კი ქართული ესტრადის მომღერლების კონცერტი დაიწყება.

პრემიერ-მინისტრი დღეს ქართული ოცნების" ბორჯომის მერობის კანდიდატად ლევან ლიპარტიას დაასახელებს.
Print